საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა.
საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, სდსს-ის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას თანამდებობიდან გათავისუფლებასა და ჩუბინიძის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხელი მოაწერა.
"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს ანზორ ჩუბინიძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად", - აღნიშნულია ბრძანებულებაში.