მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, 2004-2012 წლებში 9560 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც "მადლიერმა მოქალაქეებმა" თავისი ქონება სახელმწიფოს უსასყიდლოდ აჩუქეს.
როგორც მთავარმა პროკურორმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა, ამ შემთხვევაში მას მხედველობაში არ აქვს ფული, აქციები, ლიცენზიები, ნებართვები და ა.შ. ჩუქება.
"თქვენ წარმოიდგინეთ რა მასშტაბები არსებობს გამოსაძიებელი საქმეებისა. ჩვენ საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების გამოძიება დავიწყეთ და მას ვახორციელებთ”, - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაში მიცემულია წინა მთავრობის 5 მინისტრი, ერთი მერი და 181 საჯარო მოხელე.