თეა თუთბერიძე 15:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. როგორც თუთბერიძემ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, მისი დაბარება უკავშირდება იმ მოწმეებს, რომლებმაც, მისი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთ ეპიზოდში ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.
"დღეს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ 15:00 საათზე ვარ დაბარებული მთავარ პროკურატურაში. აუცილებლად გამოცხადდები. ჩემი დაბარება უკავშირდება იმ მოწმეებს, კერძოდ კინწურაშვილს და დარასელიას, რომლებმაც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით ჩვენება ზეწოლის შემდეგ მისცეს", - აღნიშნა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, გამოძიება ამ საკითხით გაცილებით ადრე უნდა დაინტერესებულიყო და 4 თვის შემდეგ არ უნდა იწყებდნეს გამოძიებას.
თუთბერიძის თქმით, დაკითხვაზე შესვლამდე ის სპეციალურ განცხადებასაც გააკეთებს პროკურატურასთან.