გორში, ადმინსიტრაციულ შენობასთან ცოტა ხნის 43 წლის სოსო ხერხეულიძემ შიმშილობის აქცია დაიწყო. იგი აცხადებს, რომ მისი ერთადერთი მოთხოვნა პრეიზდენტ სააკაშვილის მისი გადადგომაა.
ამასთან, სოსო ხერხეულიძე საპარლამენტო უმრავლესობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სააკაშვილის და მისი დანაშაულებრივი გუნდისთვის უნდა მომხდარიყო იმპიჩმენტის გამოცხადება, რადგან ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა მოსახლეობის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს.
"სააკაშვილის და მისი გუნდის წარმომადგენლებს, როგორც ცენტრალურ უწყებებში, ასევე რეგიონებში არანაირი უფლება აღარ აქვთ, ხელისუფლებაში იყვნენ. ეს ადამიანები არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდნენ და მათი ადგილი სახელისუფლო უწყებებში აღარ არის", - აცხადებს სოსო ხერხეულიძე.