საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმება პირველი სექტემბრიდანაა გადაწყვეტილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა, კანონპროექტში თავდაპირველად ამოქმედების ვადად დაუყოვნებლივ ამოქმედება იყო მითითებული, თუმცა ავტორმა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა შეთავაზება, რომ აღნიშნული ვადა შეცვლილიყო და მისი ამოქმედება ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, პირველი სექტემბრიდან არის გათვალისწინებული.
საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ სესიაზე პირველი მოსმენით უკვე გავიდა. ხიდაშელის თქმით, მთავარია, რომ ფინანსთა სამინისტრომ და თვითმმართველობებმა იცოდნენ, რომ კონკრეტული სამუშაოებია დასაწყები.
"შესაბამისმა უწყებებმა იციან, რომ ეს სამუშაოები უნდა დაიწყონ. ეს არის მთავარი, უკვე მიღებული არის და ყველამ იცის, რომ გარდაუვალია მისი ამოქმედება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, კანონპროექტი კენჭისყრაზე არაუგვიანეს აპრილის პირველ კვირაში გავა.