პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიღებულ გადაწვეტილებას გაასაჩივრებს

პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიღებულ გადაწვეტილებას გაასაჩივრებს

პროკურატურა თბილისის მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პირველ ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწვეტილებას გაასაჩივრებს.

ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა და შესაბამისად, პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განჩინება გასაჩივრდება, თუმცა პროკურორის თქმით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ გასაჩივრება ბევრს არაფერს შეცვლის.