მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი გოგა გრიგალაშვილიც დაიკითხება.
ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"გრიგალაშვილი გამოჩნდა კადრებში, რომელიც ადრე არ იყო დაკითხული და მომავალში ისიც დაიკითხება. უნდა დავრწმუნდეთ, ეს ვიდეომასალა ავთენტურია თუ – არა. ამის შემდეგ განმეორებით დაიკითხებიან, თუ დადგინდა, რომ მასალა ხარისხიანია", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.