პატიმარ გიგა ფურცხვანიძის ოჯახი მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, ამ მოთხოვნით მსჯავრდებულის დეიდა თინათინ ფერაძე და ოჯახის ახლობლები დღეს პარლამენტთან მივიდნენ. მათი თქმით, ფურცხვანიძემ რამდენიმე დღის წინ სასჯელის გადავადებაზე უარი მიიღო, რაც უკანონო გადაწყვეტილებაა.
როგორც ოჯახი განმარტავს, ის სამი წლის წინ დააკავეს, რა დროსაც სასტიკაც სცემეს, მოტეხეს ხელ-ფეხი, შედეგად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა – აწუხებს ხერხემალი, დაავადდა ცეროზისა და ჰეპატიტის ურთულესი ფორმებით და განუვითარდა ტრომბი.
გიგა ფურცხვანიძის ოჯახის წევრების ცნობით, პატიმარი ამჟამად გლდანის საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ საავადმყოფოში იმყოფება.