დათა ახალაიას სასამართლო 28 მარტისთვის გადაიდო

დათა ახალაიას სასამართლო 28 მარტისთვის გადაიდო

საქართველოს შსს-ს კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას სასამართლო პროცესი 28 მარტისთვის გადაიდო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, დათა ახალაია ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

ადვოკატის განმარტებით, პროცესის გადადება ორი თვით, პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გაზრდის მოტივით მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომა 28 მარტისთვის ჩაინიშნა.

"მიმაჩნია, რომ დათა ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო. გამოძიება ამაოდ ცდილობს მოიპოვოს გამამტყუნებელი მტკიცებულებები ახალაიას წინააღმდეგ. ახალაიას პოზიცია ჩემთვის სრულად და ამომწურავად არის ცნობილი. ამ ეტაპზე იგი საქართველოში დაბრუნებისაგან თავს იკავებს. იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ უსამართლოდ ხორციელდება პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი დევნა", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

დათა ახალაია და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნები უფლებამოსილების გადამეტაში, კერძოდ პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებული. დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი.