გიგი უგულავა:

გიგი უგულავა: "ახლა მაქვს განცდა, რომ "იმედის" თავზე ღრუბლები გროვდება"

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, იგი არაფერს გაურბიოს და ახლა კითხვებზე პასუხს თავად ითხოვს.

ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა.

"არ გავურბივარ არც ერთ შეკითხვას და პირიქით, ახლა მე ვითხოვ კითხვებზე პასუხს. ახლა მაქვს განცდა, რომ "იმედის" თავზე ღრუბლები გროვდება, რადგან გამოძიების თანახმად გამოდის, რომ ჯოზეფ ქეი არის "იმედის" მესაკუთრე. საზოგადოება კიდევ ბევრ ფაქტებს შეიტყობს", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, თბილისის მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება) და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) აქვს წაყენებული.