"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოში ჩამოვიდნენ

"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოში ჩამოვიდნენ. თბილისის აეროპორტში მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი დახვდათ . რუსეთის სანიტარული სამსახურის სპეციალისტებმა აეროპორტი ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან არ გამოჩენილან და, შესაბამისად, არც კომენტარი გაუკეთებიათ.

როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება 6 კაცისგან. ისინი 3 ჯგუფად დაიყოფიან და ხვალიდან დაიწყებენ საწარმოების ინსპექტირებას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შეთანხმების შედეგად, რუსი სპეციალისტები განცხადებებს მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ.

რაც შეეხება კომპანიებს, დავითაშვილის განცხადებით, ყველა კომპანია, ვისაც სურვილი აქვს, რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს, ამ დელეგაციის ვიზიტის დროს ვერ შემოწმდება, რადგან ასეთი კომპანია 80-ზე მეტია.

პირველი ვიზიტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ამ პერიოდში მოხდება 45 საწარმოს შემოწმება. სპეციალისტები შემოწმებას ხვალიდან დაიწყებენ და ეს მოიცავს თბილისს და კახეთს, ხოლო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ინსპექტირება ვერ განხორიციელდება. ამას ის მეორე ჯგუფი განახორციელებს, რომელიც საქართველოში ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ ერთი-ორი კვირის შუალედში ჩამოვლენ.
რაც შეეხებათ რუსული დელეგაციის წვერებს, როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, ისინი საწარმოების ჰიგიენურ-სანიტარულ მდგომარეობას შეამოწმებე