სესილია მალმსტრომს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მოლოდინებზე საუბარი უჭირს

სესილია მალმსტრომს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მოლოდინებზე საუბარი უჭირს

საშინაო საქმეთა ევროკომისა, სესილია მალმსტრომს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მოლოდინებთან დაკავშირებით საუბარი უჭირს.

"ძალიან ძნელია ვილაპარაკოთ საქართველოს მდგომარეობაზე ვილნიუსის სამიტთან მიმართებაში. ეს დამოკიდებულია დიდწილად იმაზე, თუ რას გააკეთებს მთავრობა, პარლამენტი", - განაცხადა ევროკომისარმა საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, სამიტი მნიშვნელოვანია, "მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც სამიტამდე გაივლის".

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ვილნიუსის სამიტზე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წარმატებისთვის აუცილებელია საქართველოში დემოკრატიის ორი ძირითადი ფუნქცია – დამოუკიდებელი სასამართლო და მედია შენარჩუნდეს.

"ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტთან მივიდეთ კარგ ფორმაში, ამისთვის კი აუცილებელია, რომ შენარჩუნებულ იყოს დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი მასმედია. ჩვენი დემოკრატიის ამ ორ ძირითად ფუნქციას არავინ უნდა შეეხოს, ასევე იყოს რაღაც დონის თანამშრომლობა პარტიებს შორის, ეს იქნება სწორი გზა ვილნიუსისკენ", - აღნიშნა სააკაშვილმა.