კობა ხაბაზი - ჯაბა სამუშიას განცხადებებზე მაქვს მხოლოდ ერთი გამოთქმა, - მიბრძანდი, წაეთრიე შენს რუსეთში

კობა ხაბაზი - ჯაბა სამუშიას განცხადებებზე მაქვს მხოლოდ ერთი გამოთქმა, - მიბრძანდი, წაეთრიე შენს რუსეთში

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოების წევრთა ხელფასები არ გაზრდილა , - ამის შეასახებ ერთ-ერთი საწარმოს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა ხაბაზმა განაცხადა.

"ჯაბა სამუშიას განცხადებებზე მაქვს მხოლოდ ერთი გამოთქმა, - მიბრძანდი, წაეთრიე შენს რუსეთში. მის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ, რაც არ უნდა თქვას. მაგრამ თქვენ თუ მეკითხებით გიპასუხებთ, რომ ჩემი ხელფასი არ გაზრდილა", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციონერი დეპუტატის ჯაბა სამუშიას თქმით, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ხელფასი 2 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაეზარდათ.