მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრა გაიხსენა

მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრა გაიხსენა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრა გაიხსენა.

"ხშირად ამბობენ, რომ თუ რუსეთი უკან მოგვცემს ცხინვალსა და აფხაზეთს, იქნებ უარი თქვათ ევროპაზე და ნატოზეო. მაჩვენეთ ერთი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, რომ რუსეთმა რამე მოგვცა ან რუსეთის ისტორიაში, როცა მან თავისი ნებით ვინმეს რამე მისცა. მე ეს კითხვა - ხომ არ მოგვცემთ ჩვენს ტერიტორიებს ამის სანაცვლოდ, ვლადიმერ პუტინს პირადად დავუსვი 50-ჯერ და 50-ჯერ მივიღე უარყოფითი პასუხი. ბოლო პასუხი იყო 2008 წლის თებერვალში, როცა მას ბოლოს შევხვდი. რომ გამოვდიოდი, კიდევ ერთხელ ვუთხარი: ბატონო რუსეთის პრეზიდენტო, მართალია თუ არა, რომ თუ ჩვენ უარს ვიტყვით ევროპასა და ნატო-ზე, თქვენ დაგვიბრუნებთ ტერიტორიებს? მისი პასუხი იყო ასეთი: - "ჩვენ არ ვცვლით თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე". ჰკითხეთ, აქ ვარ ცოცხალი მოწმე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საშინაო საქმეთა ევროკომისარ სესილია მალსტრომთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნულ კონტექსტში, ქვეყნის პირველი პირი ფიქრობს, რომ საქართველოს გზა მხოლოდ ევროპისკენ მიდის.

"ევროპა ჩვენი ბუნებრივი ინსტიქტია. იქ სხვადასხვა გზით უნდა შევიდეთ. სხვა ნავსაყუდელი საქართველოს არ აქვს. თანაც, ჩვენ კიდევ ახალ-ახალ გზას და კარებს გვიხსნიან. ამის მოწმეები ვართ დღეს, რისთვისაც ევროკომისარს მინდა მადლობა ვუთხრა", - აღნიშნა სააკაშვილმა.