მანანა კობახიძეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე უგულავას თანამდებობაზე ყოფნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია

მანანა კობახიძეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე უგულავას თანამდებობაზე ყოფნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია

პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს თბილისის მერის გიგი უგულავას თანამდებობაზე ყოფნა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"გიგი უგულავას სერიოზული ბრალდება აქვს წაყენებული. მან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ფაქტობრივად უფლებამოსილება არამართებულად გამოიყენა. ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა და ადგილი ჰქონდა გარკვეული თანხების მითვისებას, თუ გაფლანგვას. მიდის გამოძიება და მისი თანამდებობაზე ყოფნა მიუხედავად იმისა, რომ არჩეული თანამდებობაა, მიმაჩნია, რომ არ არის სწორი და მართებული. ეს გამოძიებას ხელს შეუშლის და მისთვისაც არ იქნება კარგი. ჯობია, რომ ყველაფერი იყოს გამოძიებული, სასამართლომ თავის სიტყვს თქვას და თუ ის უდანაშაულოა, არც მისი უფლება იქნება დარღვეული, ხოლო თუ სასამართლო დაადგენს, რომ დამნაშავეა, მაშინ პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო დედაქალაქის მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. მთავარი პროკურატურა უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.