"ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმედოვნებენ, რომ საქალაქო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმედოვნებენ, რომ საქალაქო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით ბაქრაძემ საქალაქო სასამართლოს წინ განაცხადა.

"იმედი მაქვს, რომ სასამართლო დღეს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაეხმარება უგულავასაც და ყველა ჩვენგანს, რომ ეს სიმართლე საზოგადოებამ იცოდეს. რაც შეეხება გირაოს თანხას, გირაო მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია იმის გათვლისწინებითაც, რომ პროკურატურაც კი არ ედავება თბილისის მერს, რომ მან რაიმე თანხა მიითვისა ან სახლში წაიღო. ამის გამო დღეს პარლამენტის წევრების და თბილისის საკრებულოს წევრების ჯგუფი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს", - განაცხადა ბაქრაძემ.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერი ხალხის მიერაა არჩეული და შესაბამისად, არანაირი კანონიერი მექანიზმი იმისა, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდეს, არ არსებობს.