სოსო რობაქიძე – ზუსტად ვიცი იმ ადამიანის გვარ-სახელი, ვინც ახალგაზრდებს მანქანაში იარაღი ჩაუდო

სოსო რობაქიძე – ზუსტად ვიცი იმ ადამიანის გვარ-სახელი, ვინც ახალგაზრდებს მანქანაში იარაღი ჩაუდო

ამირან(ბუტა) რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ ზუსტად იცის იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ახალგაზრდებს მანქანაში იარაღი ჩაუდო. თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე სოსო რობაქიძემ თუმცა მისი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

მისი თქმით, საქმის მთავარი მოწმეები, რომლებიც ქუჩაში თავისუფლად დადიან ზეგავლენას ახდენენ სხვა მოწმეებზე და მათი დაკავება აუცილებელია.

რობაქიძემ ასევე კომენტარი გააკეთა თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ ბაქრაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ვიდეომასალა მონტაჟია. მისი თქმით, ნიშვნელოვანია ბაქრაძის განცხადება, რადგან მაშინ ის შემთხვევის ადგილზე იყო და დეტალურად იცის, რა მოხდა.

"ის ხალხი, რომლებმაც ჩვენებები შეცვალეს, თუ უახლოეს ხანებში არ იქნებიან დაკავებულები, მე საქართველოს დავტოვებ", - აცხადებს რობაქიძე.

მისივე განცხადებით, აუცილებელია მაშინდელი შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

"ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ბრძანების გარეშე, არ მოხდებოდა იარაღის ჩადება", - აცხადებს რობაქიძე.

ამასთან, ის იმედს გამოთქვამს, რომ ბუტა რობაქიძის საქმე ძალიან მალე გაიხსნება და რეალური დამნაშავეები ციხეში წავლენ.