ნოდარ ხადური:

ნოდარ ხადური: "აღარ უნდა განმეორდეს, რომ თანამდებობის პირი სახელმწიფო ბიუჯეტს ისე უყურებდეს, როგორც საკუთარს"

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს, რომ თანამდებობის პირი სახელმწიფო ბიუჯეტს ისე უყურებდეს, როგორც საკუთარს.

ამის შესახებ ხადურმა თბილისი მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახლით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს თანხის შეფარდების კომენტირებისას განაცხადა.

"საგადასახადო ორგანო არის უფლებამოსილი, რომ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიება, რასაც საჭიროდ ჩათვლის. შემდეგ უკვე სასამართლო გადაწყვეტს უნდა შეუჩერდეს თუ არა მას უფლებამოსილება", - განაცხადა ხადურმა.