ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში გაიმართება

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის , გრიგორი კარასინის 1-ელი მარტისთვის დაგეგმილი შეხვედრა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, პრაღაის შეხვედრაზე მხარეები რუსეთ-საქართველოს სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუნამიტარულ და კულტურული ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.

ზურაბ აბაშიძის თქმით, მორიგ შეხვედრაზე მხარეები, ასევე, შეაჯამებენ, თუ რა წინსვლაა ვაჭრობის კუთხით, კერძოდ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თვალსაზრისით. შესაძლოა, განხილულ იქნეს აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის ახალ მიმართულებებიც.

აბაშიძესა და კარასინს შორის პირველი შეხვედრა გასული წლის 14 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა.