სახალხო დამცველი კანადის ელჩს შეხვდა

სახალხო დამცველი კანადის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონ ჰოლმს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველმა და კანადის ელჩმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

უჩა ნანუაშვილმა ელჩს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები გააცნო. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ერთიანი სტრატეგიის შექმნას, კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანის უფლებების დაცვასა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.

კანადის ელჩმა ჯონ ჰოლმსმა სახალხო დამცველს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და თანამშრომლობის მზადყოფნა აღუთქვა.