თენგის გუნავასა და პოლიციელებს შორის შელაპარაკება მოხდა

თენგის გუნავასა და პოლიციელებს შორის შელაპარაკება მოხდა

სამართალდამცველებსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულ თენგიზ გუნავას შორის წუხელ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა . ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გუნავას უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ სამართალდამცველებმა ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს ენგურის ხიდთან მანქანებით მისვლის უფლება არ მისცეს.

"რამდენიმე სამართალდამცველმა წინააღმდეგობა გაგვიწია, არ ვიცი, საიდან მიიღეს მათ ბრძანება, მაგრამ ასეთი ტიპის აქციების დროს არასდროს მომხდარა, რომ გზა გადაგვეკეტა მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის. ჩვენ მაინც ვეტყვით, რომ ისაა ოკუპირებული და არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე", - განუცხადა გუნავამ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც, საბოლოოდ, აქციის მონაწილეებთან ერთად ენგურის ხიდთან მისვლა ფეხით მოუწია.

მომიტინგეებმა ხიდთან საქართველოს დროშები ასწიეს და მანათობლები გაუშვეს.

ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ზუგდიდშიც.