ოსკარი ბენ აფლეკის

ოსკარი ბენ აფლეკის "არგომ" მიიღო

ლოს-ანჯელესში ოსკარების გადაცემის 85-ე ცერემონია დასრულდა. ოსკარი წლის საუკეთესო ფილმისთვის მიიღო ბენ აფლეკის ფილმმა "არგო", რომელმაც ორ სხვა არამთავარ ნომინაციაშიც გაიმარჯვა. ნომინაციაში გამარჯვებული აშშ-ის პირველმა ლედიმ გამოაცხადა.

წლევანდელი ოსკარების ტრიუმფატორი გახდა ენგ ლის ფილმი "პის ცხოვრება". ამ ფილმმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის, ორიგინალური მუსიკისთვის, კონემატოგრაფიისა და ვიზუალური ეფექტებისთვის. აგრეთვე, ფილმი "საბრალონი", რომელმაც ასევე ოთხ ნომინაციაში იმარჯვა.

ნომინაციაში წლის მსახიობი ქალი გაიმარჯვა ჯენიფერ ლოურენსმა ფილმისთვის "ვერცხლისფერი პიესები"; მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯილდო გადაეცა აბრაჰამ ლინკოლნის როლისთვის დენიელ დეი ლუისს, ფილმში "ლინკოლნი".

წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა "მამაცი", ხოლო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა მიჰაელ ჰანეკეს "სიყვარულმა" ერთადერთი ჯილდო ერგო ფილმ "ანა კარენინას", კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის.