ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია -

ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია - "დამეხსენი, ჩრდილოელო!" გაიმართება

არასამთავრობოები ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას, სახელწოდებით "დამეხსენი, ჩრდილოელო!" გამართავენ . როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საქართველოს დეოკუპაციის კამპანიის ფარგლებში, 1921 წლის 25 თებერვლის, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით ღონისძიებები გაიმართება.

დღეს, 14:00 საათზე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ "ქვების აქცია"" მოეწყობა;, 16:00 – 17:00 საათზე- აქცია რუსეთის საელჩოსთან; 17:30 - 18:30 საათზე, აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია, თემაზე: რამდენიმე ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებიდან (1918 – 1921) და დისკუსია, თემაზე "ცვლილებები ოკუპაციის შესახებ კანონში". ამავე ადგილას, 17:00 – 20:00 საათზე საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. 18:00 საათზე მშვიდობის ხიდზე, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებული "სანთლების აქცია" მოეწყობა. 18:30 – 19:30 საათზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებული კონცერტი ჩატარდება. 18:00 საათზე მოქალაქეები რამდენიმე წუთით შეიკრიბებიან რიყეზე. 19:00 საათზე, შარდენის ბაღში პოპულარული და ახალგაზრდა მუსიკოსები ("ვიტამინი", Mელლოწ, "წერილი", ქეთათო, თჰე ჟეტბირდ, "კონტრაბანდა", Lადყ Hეროინე, ძ ფორ ძულუ, თჰე Bალლოონ შჰოოტერს, LOUDსპეაკერს, ლადო ბურდული, ძურGი და Gრეენ ღოოომ) გამართავენ კონცერტს "ჩემი თავისუფლება. არა ოკუპაციას".

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, "დამეხსენი, ჩრდილოელო!" – აკაკი წერეთლის ეს 1886–1889 წლებში დაწერილი ნაკლებად ცნობილი სტროფი გახდა სამოქალაქო კამპანიის ერთიანი მესიჯი, რომელიც საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით 22–25 თებერვალს იმართება.

"ვთვლით, რომ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქეს შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ისტორია, მკაფიოდ გავაჟღეროდ ოკუპანტის სახელი და საჯაროდ განვაცხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია ამ პრობლემის მიმართ. კამპანია მშვიდობიან, შემოქმედებით და მასობრივ ხასიათს ატარებს", - აღნიშნულია განცხადებაში.