პროკურატურას პრეზიდენტის დაკითხვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

პროკურატურას პრეზიდენტის დაკითხვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

პროკურატურას ტელეკომპანია "იმედის" საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, პროკურატურა ამის შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას საჭიროების კვალობაზე დროის გარკვეულ მონაკვეთში მიიღებს.

"მაგრამ დღეისთვის ჯერ მიღებული არ არის გადაწყვეტილება, რომ ის მოწმის სახით იქნეს დაკითხული, თუმცა, ლოგიკურად და შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ეს მოვითხოვოთ", - აღნიშნა კბილაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისივე თქმით, ჯოზეფ ქეის ჩვენებას სანდოობის თვალსაზრისით პროკურატურა საერთო სურათში განიხილავს. "ფაქტი იმის შესახებ, რომ "იმედი" გახდა ხელისუფლების წარმომადგენელთა კონტროლის ქვეშ, ეს იმთავითვე ცნობილი იყო. ჯოზეფ ქეის ჩვენებამ აქ მეტი სინათლე და დეტალები შეიტანა. ამიტომ ეს არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც შეფასების საშუალებას მოგვცემდა. ეს არის ერთიანი სურათი, რომელშიც ჯოზეფ ქეის ჩვენება ჩაჯდა", - განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც მას გამომძიებლები და პროკურორები ეუბნებიან, საქმეში სხვა მტკიცებულებებიც არის, რომლებიც ამ ვერსიას განამტკიცებენ.