გიორგი სანაიას ოჯახი მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს

გიორგი სანაიას ოჯახი მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი სანაიას ძმამ, ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ განუცხადა, დღეს გიორგი სანაია 38 წლის გახდებოდა.

ოჯახის წევრები, ახლობლები და ჟურნალისტები ტრადიციულად მის საფლავთან შეიკრიბებიან, სადაც გაკეთდება განცხადება, რომ ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს.

გიორგი სანაია 2001 წლის 28 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს. მკვლელობისთვის სასჯელს გრიგოლ ხურცილავა იხდის.