მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს

დღეს, 24 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლკიოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

მეზვერისა და ფარისევლის კვირას ეკლესია წირვაზე წმინდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14, 12-14) იგავს იხსენებს, თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების ამკრეფის, მეზვერესი. შეიწყალა იგი და სინანულის გამო დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მორწმუნეებს სინანულისკენ მოუწოდებს.

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეულში ხსნილია.მორწმუნეები ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ იცავენ.

წელს წინასააღდგომო 18 მარტს დაიწყება, რომელსაც წინ ხორციელისა და ყველიერის კვირეები უსწრებს.