გურამ ოდიშარია ფოთს ეწვია

გურამ ოდიშარია ფოთს ეწვია

ზუგდიდიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ფოთში ჩავიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გურამ ოდიშარია კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. 

მინისტრმა მოადგილეებთან, ფოთის მაჟორიტარა დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლებასთან ერთდ საკათედრო ტაძარი, მშენებარე თეატრი და სხვა კულტურული მნიშვნელობის ობიექტები დაათვალიერა.

"15 ობიექტის ნუსხა გვაქვს, რომლებიც უნდა დავათვალიეროთ. აქ არის მშენებარე თეატრი, რომელიც 8 წელია შენდება და ვერ დასრულდა. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვძებნოთ ყველა საშუალება, რომ უდიდესი კულტურის მატარებელ ქალაქს თეატრიც ჰქონდეს და კინოთეატრიც",-განაცხადა ოდიშარიამ.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით კი, უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა ნიკოლაძის ისტორიული კოშკის რეაბილიტაციაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანია, კოშკს ჰქონდეს მუზეუმის სტატუსი და ექსპონატების ფონდმა, რომელიც გაბნეულია, სწორედ აქ მოიყაროს თავი. ჩვენ მივიღეთ მინისტრისგან თანხმობა, რომ დაიწყება კოშკის რესტავრაცია",-განაცხადა ბესელიამ

გურამ ოდიშარია კულტურის სფეროს მოღვაწეებსაც შეხვდა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა.