გიგი უგულავას ბრალი სხვისი ქონების მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წარედგინა

გიგი უგულავას ბრალი სხვისი ქონების მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წარედგინა

თბილისის მერ გიგი უგულავას ბრალი სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წარედგინა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უგულავას დაკითხვის შემდეგ მისმა ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, აგრეთვე, 194 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა.
ადვოკატის განმარტებით, დაკითხვაზე დედაქალაქის მერმა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა.

გაბაიძის განცხადებით, გიგი უგულავას ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე წარედგინა ბრალი. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

"ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა გათვალისწინებული და 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. გიგი უგულავამ დაკითხვაზე გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება", - აღნიშნა გაბაიძემ.