საგამოძიებო სამსახურთან გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საგამოძიებო სამსახურთან გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეზოში, სადაც უახლოეს წუთებში გიგი უგულავას ელოდებიან, თბილისის მერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ეზო სავსეა გიგი უგულავას მხარდამჭერებით.

მათ შორის არიან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, საპარლამენტო უმცირესობის წევრები, გიგი უგულავას ოჯახის წევრები. აქცია საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გახსნა. მან მიმართა იქ მყოფებს და გიგი უგულავას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს საშუალება გიგი უგულავა თბილისის მმართველობას ჩამოაშოროს.

ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო სამსახურის შენობის დაცვა გაძლიერებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ზომების გამო გზა გადაიკეტა და ამიტომ შესაძლოა, გიგი უგულავას საგამოძიებო სამსახურამდე ფეხით მოუწიოს მისვლა.

იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა აგრეთვე დავით ბაქრაძემ.