უგულავასთვის

უგულავასთვის "ღირსეული მერის" წოდების მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება

მოძრაობა "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" 1-ელი მარტიდან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, რათა თბილისის მერს, გიგი უგულავას თბილისის მოსახლეობის სახელით "თბილისის ღირსეული მერის" წოდება მიენიჭოს .

"2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ქალაქის მერის გიგი უგულავს მიმართ ხორციელდება უსაფუძვლო ბრალდებები. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბრალდებების დანიშნულება საზოგადოებაში გიგი უგულავას მიმართ მიზანმიმართული უარყოფითი საზოგადოებრვი აზრის შექმნაა. სირცხვილია, უგულავას მიმართ ისმოდეს მსგავსი ბრალდებიბი და არ ისაუბრო იმ სიკეთეებზე, რაც დედაქალაქში უგულავას პირადი ინიციატივით და მონაწილეობით განხორციელდა. თბილისი მსოფლოს გავინთარებული სახელმწიფოების დედაქალაქებს ინფრასტრუქტურული განვითარებით მიუახლოვა", - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.