დავით უსუფაშილი ამერიკელ კონგრესმენებს ხვდება

დავით უსუფაშილი ამერიკელ კონგრესმენებს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ამერიკელ კონგრესმენებს ხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასტუმრო "თბილისი მარიოტიდან" იუწყება , შეხევდრაზე იმყოფებიან "რესპუბლიკელი" კონგრესმენები - დენა რორაბაქერი, თედ პოუ და პოლ ქუქი, ასევე - "დემოკრატი" ბრაიან ჰიგისი.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მხარეებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ, კომენტარები შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებს სხვა პირებს.

ამერიკელი კონგრესმენების საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდება.