გაიმართება აქცია

გაიმართება აქცია "არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს"

დღეს, 23 თებერვალს, 13:30 საათზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, თბილისში გაიმართება აქცია სახელწოდებით - "არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს".

"23 თებერვალს, 14.00 საათზე გიგი უგულავა დაბარებულია ფინანსურ პოლიციაში, ბრალის წაყენების მიზნით. მოგიწოდებთ ყველას, შვიკრიბოთ ვაკე-საბურთალოს შემართებელი ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთაში. არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს", - ნათქვამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.