ხვალ გაიმართება აქცია –

ხვალ გაიმართება აქცია – "არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, ხვალ თბილისში გაიმართება აქცია სახელწოდებით – "არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს". 

"ხვალ, 23 თებერვალს, 14.00 საათზე გიგი უგულავა დაბარებულია ფინანსურ პოლიციაში, ბრალის წაყენების მიზნით. მოგიწოდებთ ყველას, შვიკრიბოთ ვაკე-საბურთალოს შემართებელი ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთაში. Aარ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს", - ასეთი შინაარსის განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
აქციის დაწყება 13.30 საათისთვის არის დაგეგმილი.