სოსო რობაქიძე – არჩილ კბილაშვილისგან მივიღე პირობა, რომ ცრუ ჩვენების მიმცემები პასუხს აგებენ

სოსო რობაქიძე – არჩილ კბილაშვილისგან მივიღე პირობა, რომ ცრუ ჩვენების მიმცემები პასუხს აგებენ

მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ ცრუ ჩვენების მიმცემი პირები პასუხს აგებენ, - ამის შესახებ განცხადება ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ პროკურატურის შენობასთან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სოსო რობაქიძემ პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც მან განაცხადა, არჩილ კბილაშვილთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა იმ პირების დასჯას, რომლებმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს. კერძოდ, სოსო რობაქიძემ მოითხოვა მაიზერ ლიპარტელიანის, გურამ დონაძის, ზურაბ მიქაძის, ირაკლი ფირცხალავას და სხვა პირების დასჯა, რომლებიც ესწრებოდნენ ბუტა რობაქიძის მკვლელობას და გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც სოსო რობაქიძემ აღნიშნა, მას აქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა და არ მოუწევს დღეს დადებული პირობის შესრულება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ გამოძიება არ დასჯის დამნაშავეებს, დატოვებს ქვეყანა და პოლიტიკური თავშესაფარს მოითხოვს.

არჩილ კბილაშვილთან შეხვედრას სოსო რობაქიძე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მართავდა.

ამასთან, როგორც შეხვედრაზე შესვლისას რობაქიძემ აღნიშნა, მოითხოვს ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის პასუხისგებაში მიცემას., თუმცა როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს ამ თემაზე არ ჰქონია საუბარი, თუმცა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოითხოვს, რომ დადგეს ირაკლი ოქრუაშვილისა ზურაბ ადეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც.