საკრებულოს წევრების ხვიჩა სანაიასა და გელა ომანიძის დაკითხვის დრო ჯერ უცნობია

საკრებულოს წევრების ხვიჩა სანაიასა და გელა ომანიძის დაკითხვის დრო ჯერ უცნობია

საკრებულოს უმრავლესობის წევრების ხვიჩა სანაიასა და გელა ომანიძის დაკითხვის დრო ჯერ უცნობია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილმა განუცხადა. 

როგორც კოკი იონათამიშვილმა აღნიშნა, საკრებულოს უმრავლესობის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საკრებულოში მივიდნენ მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და მოუტანეს უწყება ხვიჩა სანაიას. როგორ კოკი იონათამიშვილმა განმარტა, ხვიჩა სანაიას აცნობეს, რომ მას შეეძლო პროკურატურაში მოწმის სტატუსით დასაკითხად მისულიყო დღეს სხდომის დასრულების შემდეგ, ან ამ დღეებში მისთვის შესაძლებელ დროს.

კოკი ინათამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დასაკითხად იბარებენ გელა ომანიძეს და მასაც შესაძლებლობა აქვს, აღნიშნულ სამსახურში ხვალ, ან ამ დღეებში მივიდეს.

იონათამიშვილმა ვერ დააკონკრეტა, თუ რა საკითხებზე დაიკითხებიან ხვიჩა სანაია და გელა ომანიძე.

კოკი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულება საგამოძიებო სტრუქტურებიდან უფრო ადეკვატურია და სხვა შემთხვევაში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საზოგადოება მსგავს დაკითხვებს აღიქვამს, როგორც პოლიტიკურ ზეწოლას საკრებულოს უმრავლესობის წევრებზე.

საკრებულოს სხდომების დღეებში საკრებულოს წევრების მოწმის სტატუსით დაბარებასთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურორს და ფინანსთა მინისტრს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა წერილობით მიმართა. წერილში აღნიშნული იყო, რომ საკრებულოს დეპუტატების დაბარება საგამოძიებო სამსახურებში მოხდეს მაშინ, როდესაც არ არის საკრებილოს სხდომებ.
საპასუხოდ, მთავარმა პროკუროტურამ განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებს სხდომების დღეებში დაკითხვაზე არ დაიბარებენ.