სოსო რობაქიძე პროკურატურაში არჩილ კბილაშვილთან შესახვედრად მივიდა

სოსო რობაქიძე პროკურატურაში არჩილ კბილაშვილთან შესახვედრად მივიდა

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილთან შესახვედრად რამდენიმე წუთის წინ მივიდა. პროკურატურაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან პროკურატურაში მისვლის მიზეზი განმარტა.

როგორც სოსო რობაქიძე აცხადებს, ის დღეს პირადად არჩილ კბილაშვილისგან მოითხოვს, რომ დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებმაც შეცვალეს ჩვენებები. კერძოდ, დაისაჯოს ირაკლი ფირცხალავა,მაიზერ ლიპარტელიანი, ზურაბ მიქაძე და ის ხალხი, ვისაც ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენებები აქვს შეცვლილი.

ამასთან, როგორც სოსო რობაქიძე ამბობს, აუცილებლად უნდა დადგეს მაშინდელი მინისტრების ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამა ულტიმატუმის სახით აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სამართალი არ აღსრულდება და პროკურატურის მხრიდან არ იქნება შესაბამისი რეაგირება უახლოეს 3-4 დღეში, ის დატოვებს ქვეყანას და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან მას არ სურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სამართალს ვერ აღასრულებენ და დამნაშავეებს არ სჯიან.