ინფრასქტრუქტურის სამინისტრო გიგი უგულავას პასუხობს

ინფრასქტრუქტურის სამინისტრო გიგი უგულავას პასუხობს

მარშალ გელოვანის გამზრისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებული ხიდის მშენებლობის პროექტში განსახლების გეგმა დონორთან, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული არ იყო ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა. 

როგორც სამინისტროში ითქვა, აღნიშნული ბრიფინგის აუცილებლობა თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მდინარე მტკვარზე, ვეფხისა და მოყმის ძეგლთან, მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელო ხიდის მშენებლობას ეხებოდა და რომელშიც გიგი უგულავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხიდის მშენებლობაზე უარის თქმასა და ხალხის მოთხოვნათა უგულვებელყოფაში სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულა.

მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას განცხადებით, 2012 წლის 28 დეკემბერს მერიამ თავად გადმოუგზავნა სამინისტროს სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელთა წერილი განსახილველად, რომელსაც 500 ოჯახი აწერდა ხელს. აღნიშნულ წერილში მოსახლეობა ხიდის მშენებლობაზე უარის თქმას ითხოვდა და მიზეზად ეკოლოგიურ პრობლემებსა და სამტრედიის ქუჩაზე არსებულ გადატვირთულ მოძრაობას ასახელებდა.

მისივე თქმით, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს არსებული პროექტი და მისი ძვირად ღირებულების (პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით უნდა გახორციელებულიყო და მისი ღირებულება 80 მლნ ლარი გახლდათ), დიდი საექსპლუატაციო ხარჯების (5 მლნ ლარი წელიწადში) და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის საფუძველზე, აღნიშნული ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადეს.

როგორც შოთა მურღულიამ განაცხადა, გიგი უგულავას განცხადება პრობლემის გადაბრალების უსუსური მცდელობა იყო. სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მზად არიან, განახორციელონ მდინარე მტკავრზე ხიდის მშენებლობა, თუ მერია წარმოადგენს პროექტის მოსახლეობასთან შეთანხმებულ, ალტერნატიულ ვარიანტს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას უკვე შეჩერებული დახვდა. მისივე თქმით, მარჯვენა სანაპიროზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც სჭრიდებოდა ხიდის პროექტს, იყო ბიზნესი, რომელიც განსახლების გეგმაში უნდა შესლიყო.

გარდა ამისა, როგორც ხოკრიშვილი აღნიშნავს, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თანხაც არ იყო მოძიებული.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი აცხადებს, პროექტი 80 მილიონი ლარის ღირებულების იყო, საექსპლუატაციო ხარჯები წელიწადში 5 მილიონ ლარს შეადგენდა. სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს არსებული პროექტი და მისი ძვირად ღირებულების, დიდი საექსპლუატაციო ხარჯებისა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის საფუძველზე აღნიშნული ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადეს. თუმცა, როგორც შოთა მურღულია აცხადებს, სამინისტრო და მუნიცილალური განვითარების ფონდი მზად არიან, განახორციელონ მდინარე მტკვარზე ხიდის მშენებლობა, თუ მერია წარმოადგენს პროექტის მოსახლეობასთან შეთანხმებულ ალტერნატიულ ვარიანტს.