გია ხუხაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობა ბუტა რობაქიძის საქმეში აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული

გია ხუხაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობა ბუტა რობაქიძის საქმეში აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული

ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობა ბუტა რობაქიძის საქმეში აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება ოქრუაშვილის ბრალი, უნდა დაისაჯოს. ამასთან, ხუხაშვილი ამბობს, რომ მისთვის პირადად, ირაკლი ოქრუაშვილი არის ისეთივე დამნაშავე როგორც სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

"ირაკლი ოქრუაშვილი არის დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი. ასევე ერთ-ერთი პირველია ძალისმიერი მართვის ჩამოყალიბებაში", - აღნიშნა ხუხაშვილმა.