გია ხუხაშვილი -

გია ხუხაშვილი - "ნაცმოძრაობა" ხალხის დათრგუნვას ცდილობს, ვითომ აპრილში რაღაცის გაკეთებას შეძლებენ

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. როგორც ხუხაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის ერთადერთი გზა მხოლოდ ეს არის.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი პოლიტიკურ სამარეში ძალიან ბევრი ადამიანს იყოლებენ.Aასევე, მათ არჩიეს, რომ თავდაცვისთვის საუკეთესო გზა თავდასხმა იქნებოდა. ხალხი მათ მიმართ ძალიან აგრესიულად არის განწყობილი იმ დანაშაულებრივი რეჟიმის გამო, რომელიც ქვეყანაში იყო", - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება 19 აპრიისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას, როგორც ხუხაშვილი ამბობს, ოპოზიცია ცდილობს, რომ საზოგადოებაში დატოვონ იმის განცდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ხალხის დათრგუნვას ცდილობს, ვითომ აპრილში რაღაცის გაკეთებას შეძლებენ. ისინი ვერაფერს ვერ იზამენ და მხოლოდ ვირტუალურად ბაქი-ბუქობენ", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, პაროდიაა, როდესაც ეს მიტინგი 2 თვით ადრე დაანონსდა. "თუ ხალხში განწყობაა, ისინი ქუჩაში ერთი დღის განმავლობაშიც გამოვლენ", - აღნიშნა ექსპერტმა "პრაიმ-ტაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე.