შს სამინისტრო დევი სირაძის დაღუპვის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შს სამინისტრო დევი სირაძის დაღუპვის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთას სამინისტრო სპორტის სამინსიტროს თანამშრომლის, დევი სირაძის დაღუპვის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ასევე დაკავებული არიან ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად "ტეტეს" სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა",-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.