დევი სირაძის დაღუპვის საქმეში პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება

დევი სირაძის დაღუპვის საქმეში პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება

45 წლის დევი სირაძის დაღუპვის საქმეში პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. კერძოდ იარაღი, რომლიდანაც დევი სირაძის ბავშვობის მეგობარმა ზვიად ქავთარაძემ შემთხვევით გაისროლა , ვახტანგ ბიჭაშვილს ეკუთვნოდა; ბიჭაშვილი კი, პოლიციის თანამშრომელია.

აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ლადო ვარძელაშვილის ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ მიაწოდა. ადვოკატის ვარაუდით, ვახტანგ ბიჭაშვილს, რომელმაც იარაღი ლადო ვარძელაშვილს აჩუქა,  ბრალს იარაღის უდიერად მოპყრობის მუხლით წარუდგენენ.

ლადო ვარძელაშვილს კი ბრალი, სავარაუდოდ, იარაღის უკანონო შენახვისთვის წარედგინება.

დევი სირაძის დაღუპვის საქმეზე დაკავებული არიან ზვიად ქავთარაძე, ლადო ვარძელაშვილი და ვახტანგ ბიჭაშვილი, რომელიც ვარძელაშვილის ქვისლია.