ლადო ვარძელაშვილი დაკავებულია

ლადო ვარძელაშვილი დაკავებულია

სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

გაბაიძის ინფორმაციით, ასევე, დაკავებულია ზვიად ქავთარაძე, რომელმაც შემთხვევითი გასროლა განახორციელა და ამ გასროლას 45 წლის დევი სირაძე ემსხვერპლა.

დაკავებულია ლადო ვარძელაშვილის ქვისლიც, ვახტანგ ბიჭიკაშვილი, რომლის სახელზეც იარაღი იყო გაფორმებული, თუმცა ეს იარაღი ვარძელაშვილის სეიფში ინახებოდა. 

გოგიტა გაბაიძის ცნობით, ვარძელაშვილს ბრალი ამ დრომდე არ აქვს წარდგენილი, თუმცა მას ბრალს წარუდგენენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რაც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმეს ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველო გამოიძიებს.