საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციასა და აშშ-ის ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.
მინისტრმა სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები, დაგეგმილი რეფორმები, პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს სამართალდამცავ სფეროში მიმდინარე რეფორმები, შსს-ს 2013 წლის სტრატეგია და ახალი პოლიციის ეთიკის კოდექსი გააცნო.