მაია ფანჯიკიძე – აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების შემცირების მიზეზი მათი საბიუჯეტო პრობლემებია

მაია ფანჯიკიძე – აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების შემცირების მიზეზი მათი საბიუჯეტო პრობლემებია

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის დახმარების შემცირების მიზეზი მათი საბიუჯეტო პრობლემებია. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ეს ინფორმაცია არის ერთი წლისწინანდელი და შარშან აპრილში გამოქვეყნდა.
"ამაში ახალი არაფერი არ არის. რატომ შეამჩნია ეს მედიამ მხოლოდ ახლა, ვერ გეტყვით. ეს არის ძველი პროექტი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სამი წლის პროექტს აქვეყნებს და ამ სამი წლის გეგმაში იყო შემცირება", - განმარტა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა საქართველო არის მაინც ყველაზე დიდი დახმარების მიმღები ქვეყანა.

ფანჯიკიძის განმარტებით, აშშ-მ საერთოდ შეამცირა გარკვეულ სფეროებში დაფინანსება საკუთარი ბიუჯეტის პრობლემების გამო და ეს ინფორმაცია საქართველოსთვის ცნობილი ერთი წლის წინ იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს დახმარებას 24 პროცენტით უმცირებს. ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდ დახმარებას მიიღებს, თუმცა დახმარების მოცუ ლობა 85-დან 68.7 მლნ დოლარამდე შემცირდება.