გიორგი თარგამაძე -

გიორგი თარგამაძე - "ნაციონალური მოძრაობა" არაფრის გადამტრიალებელი არ არის

"ნაციონალური მოძრაობა" არაფრის გადამტრიალებელი არ არის, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს საზოგადოებასა და მედიაში დაბადოს ეჭვი, რათა მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოს.

"ნაციონალური მოძრაობა" არაფრის გადამტრიალებელი არ არის. ისინი ეჭვების დათესვით ცდილობენ, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყვნენ. "ნაციონალური მოძრაობა" არის ჩამქრალი ნათურა. მათი 19 აპრილის აქცია არის ცინიკური, რადგან ქვეყნის დასავლური ცივილიზაციისკენ სვლას ხელი სწორედ მერაბიშვილმა და სააკაშვილმა შეუშალეს თავიანთი ქმედებებით", - განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, ამ აქციის ცინიკურობას ადასტურებს ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არის 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციების დამრბევი, აქციას სწორედ რუსთაველის გამზირზე მართავს.