ბიძინა ივანიშვილი დღეს უცხოელ დიპლომატებს შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი დღეს უცხოელ დიპლომატებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.

პრემიერი დიპლომატებს მთავრობის გეგმებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მიაწვდის ინფორმაციას.