მეთევზეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

მეთევზეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

ქართველი მეთევზეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მეთევზეთა კავშირის ხელმძღვანელის, მურად მიმინოშვილის განცხადებით, რამდენიმე ასეული მეთევზე დამატებითი ლიცენზიის მოლოდინშია . 

"წინა თვეებისგან განსხვავებით, ამ დროისთვის ჩვენს სანაპიროებს, დიდი რაოდენობით თევზი მოაწყდა, მუშაობის შანსი გაგვიჩნდა. ამ დროს კი, აღმოჩნდა, რომ ლიცენზიები უკვე ამოწურულია. ამიტომ, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ვცდილობთ, დამატებით კვოტაზე ნებართვა გასცეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ", - აცხადებს მიმინოშვილი. მისივე თქმით, ლიცენზიების მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ.

მეთევზეებს შუამდგომლობას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, ადგილობრივი ხელისუფლება უწევს, სადაც პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში ელოდებიან.
"ჩვენ უკვე მივმართეთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, პირადად მინისტრ კახი კალაძეს, რათა გამოუყონ დამატებითი კვოტა მეთევზეებს. ეს სასიკეთოდ წაადგება როგორც მათ, ისე ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას", -განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ფოთის მერმა დავით სარსანიამ.