პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს ჩინოვნიკების მხრიდან მათ საქმიანობაში "ხელის ფათურისგან" დაცვას ჰპირდება, აცხადებს, რომ კანონის დაცვა ზემოდან - პრეზიდენტისგან უნდა დაიწყოს.
"ყველაფერი უნდა დაიწყოს ზემოდან - კანონის დაცვა პირველ რიგში პრეზიდენტმა უნდა მოახერხოს, შემდგომ მთავრობის წევრებმა და შემდეგ ეს უნდა მოვთხოვოთ სხვებსაც" - აცხადებს ივანიშვილი.
ამასთან, ბიზნესმენებთან საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, გამარტივებული საბაჟო პროცედურების მოქმედება, კომპანიის ადვილად დაფუძნება, რაც გარკვეულ როლს თამაშობს. თუმცა პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გადამწყვეტი დაბალი გადასახადებია.
პრემიერი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ბიზნესმენებს ხვდება. შეხვედრას მთავრობის წევრების ესწრებიან.