ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია იქნება

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენად გიორგი გახარია წარადგინა.

ივანიშვილის განცხადებით, მას განათლება მიღებული აქვს ბიზნესის მართვისა და პოლიტოლოგიის სფეროში. აქვს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. "მას ბიზნეს ენა კარგად ესმის",-განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კარგი იქნება, თუ იქნება აღებული ერთკვირიანი პაუზა და ბიზნესმენები ამ პერიოდში შეხვდებიან გიორგი გახარიას, ერთად მოიფიქრებენ, რა ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ მასთან.

"მასთან ერთად ჩამოვყალივდეთ, გნებავთ, სახელიც გადავარქვათ. ბიზნესომბუდსმენი, თუ სხვა რამ მოვიფიქროთ, რომ თქვენ მარტივად შეგეძლოთ ,მიიტანოთ ამბავი ხელისუფლებამდე",-განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობის მოვალეობაა, ბიზნესს ხელი შეუწყოს.