ბიძინა ივანიშვილი - წინა ხელისუფლებასთან თანაარსებობა რთულია

ბიძინა ივანიშვილი - წინა ხელისუფლებასთან თანაარსებობა რთულია

წინა ხელისუფლებასთან თანაარსებობა და ურთიერთობა რთულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, თანაცხოვრება იმის გამო ჭირს, რომ "ქართულ ოცნებას" ყოფილი მთავრობისგან აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგია აქვს.

"მათთან რთულია ურთიერთობა და თანაარსებობა. მაქსიმალური მცდელობა მაქვს მე პირადად, მაგრამ თქვენზე კარგად არავინ იცის, რა პოლიტიკა ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას. ჩვენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო იდეოლოგია გაგვაჩნია. შესაბამისად, თაანაარსებობა არ არის ადვილი, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და ეს უნდა მოვახერხოთ", - დასძინა ივანიშვილმა.